"წამების ბრძანებას ივანიშვილი გასცემს " - ინტერვიუ "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის" ცენტრის ხელმძღვანელთან
რა კრიტერიუმებით შეფასდა დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტები წამებად? - "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის" ცენტრის ხელმძღვანელი "პირველებთან" დირექტორი ამბობს, რომ აქციიის მონაწილეების დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია, გარდა ამისა, ლელა ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ატარებდა სისტემურ, მასთაბურ ხასიათს, სწორედ ამიტომ მას არ უკვრის, რომ 6-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ეს წამებად შეაფასა.
ძალიან მაღალი ზღურბლია იმისთვის, რომ გაეროს ექსპერტებმა დაადასტურონ წამება - ამბობს ცისკარიშვილის თქმით, და მომხდარზე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
მისი თქმით, "ამ ქვეყანაში წამების ბრძანებას გასცემს ივანიშვილი".
უპრეცედენტო რამ მოხდა იმ მხრივ, რომ არასოდეს 6 დამოუკიდებელ ექსპერტს ერთობლივი განცხადება საქართველოზე არ გაუკეთებია. ბელორუსზე იყო, როდესაც მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და წამება, საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს არ მომხდარა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ხმარობენ სიტყვა წამებას და ამ სიტყვას ძალიან რთულად იყენებენ. იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ზღურბლია იმისთვის, რომ მათ დაადასტურონ წამება. საუბრობენ გაუპატიურების და სიკვდილის მუქარებზე, რაზეც დაზარალებულები მიუთითებენ. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება კვალიფიცირდეს წამებაზე, მაგრამ სისტემურ წამებაზე რომ ლაპარაკობენ, ეს არის ბევრად მაღალი რანგის დანაშაული. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ბრძანების გაცემაზე შეიძლება გომელაური, მაგრამ ამ ქვეყანაში წამების ბრძანებას გასცემს ივანიშვილი", - აცხადებს ლელა ცისკარიშვილი.
გამაოგნებელია თავად აქტივისტების ინტრვიუებიც - ხალხი, რომელიც ამბობს, რომ სპეცრაზმმა ჯერ დაკავების დროს, შემდეგ კი პოლიცის ავტომობილებში აწამა.
ძალადობრივად დაგვაკავეს, მარშუტკამდე სანამ მიგვიყვანდნენ, მანამდეც ძალადობდნენ, შემდეგ ეს ძალადობა გაგრძელდა უკვე მარშუტკაში, სადაც წინასწარ იყო გამოთავისუფლებული სივრცე საცემად. წამება - ეს არ იყო ძლადობის რუტინული აქტი. გვეკითხებოდნენ, მეორედ აქციაზე ხომ აღარ მოხვალ, კიდევ იქ იყო რაღაც მცდელობები, რომ გვეტქვა - "ხარებას" გაუმარჯოს. ეს ძალადობა გრძელდებოდა ნახევარი საათის, 40 წუთის განმავლობაში", - იხსენებს აქტივისტი.
დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტებს, გაერო უმძიმეს - წამების და სასტიკი მოპრობის კვალიფიკაციას აძლევს. ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ პოლიციის და არაიდენტიფიცირებადი ნიღბიანების ძალადობას ხალხის მიმართ, ჯერ ქუჩაში, შემდგე კი დაკავებისას, სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.
ანგრიშში ვრცელი თავი ეთმობა უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატირმებს და კარლო კაციტაძის უწყების უმოქმდობას, რომელსაც არცერთი პოლიციელი არ დაუსჯია.