პენიტენციური მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

29.01.25 19:02
პენიტენციური მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. 

"ზედამხედველობა მიმდინარეობს დამტკიცებული პროტოკოლით, სასიცოცხლო მაჩვენებელი კონტროლდება ყოველდღიურად" - ამბობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი.

ზედამხედველობა მიმდინარეობს დამტკიცებული პროტოკოლით, სასიცოცხლო მაჩვენებელი კონტროლდება ყოველდღიურად. სპეციალისტების კონსულტაცია საჭირო ხდება. 28 იანვარს ჩაუტარდა გაფართოებული ლაბორატორიული კვლევა - ნაწილი კვლევების ნორმის ფარგლებშია. ხვალ ჩატარდება სხვა კვლევები, ინსტრუმენტული კვლევებიც ჩატარდება.

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მრავალჯერ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მისმა ადვოკატმა. მათ შეუზღუდავად შეუძლიათ განახორციელონ ვიზიტები და ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, გაეცნონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმაციას. მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის და გაგრძელდება მისი მონიტორინგი, თითოეული პატიმარზე ზრუნვა პრიორიტეტულია", - თქვა მალხაზ ურთქმელიძემ.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეთვრამეტე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.

მსგავსი სიახლეები