საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები იკრიბებიან
პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან - თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მოქალაქეები იკრიბებიან. არხის გარე ტერიტორიაზე და შენობის შიგნით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ. ეს არის უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება, საეთერო დროის დათმობა და პირველი არხის ხელმძღვანელობის გათავისუფლება.
აქციაზე იმყოფება სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედაც. ლიკა გუნცაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მათთვის არასასურველ ხალხს ბლოკავს.
ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. საზოგადოებრივი არხი, რომლისთვისაც ჩვენ ვიხდით ფულს ესე ბლოკავენ იმ ადამიანებს, ვინც არ აწყობთ და სიმართლეს ლაპარაკობს. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. დიდი ხანია ამის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგრამ შედეგი არ არის. ერთს სტუმარს დასვამენ, მერე ამას მოყვება ხალხი, ვინც მაგათ აწყობთ და უნდათ, რათა ჩაახშონ ხმა. მე დღეს ანდროზე არ ვილაპარაკებ, ამ წუთებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც 18 დღეა შიმშილობს და შეიძლება ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, თუ ეს შიმშილობა გაგრძელდა, თან ციხეში'', - ამბობს ლიკა გუნცაძე.