საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს

29.01.25 19:39
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს

საქართველოში პროტესტის 63-ე დღეა - საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. კოსტავას ქუჩა კვლავ სავსეა ევროპული მომავლის მცველებით, რომლებიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეებისთვის ციხის კარის გაღებას ითხოვენ. 

ძირითადი მოთხოვნების გარდა, პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები დღეს კიდევ ერთხელ უფიქსირებენ პირველ არხს თავიანთ დამოკიდებულებას და მათგან საეთერო დროის დათმობასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გათავისუფლება ითხოვენ.