ახალი თეატრი, საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში, რეგიონებში გასვლას იწყებს - ცნობილია თარიღი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი რეგიონებში გასვლას იწყებს - ხელოვანების განცხადებით, 1 თებერვალს აჭარაში, 2 თებერვალს სამეგრელოში ჩავლენ.
თეატრი ბათუმისა და ზუგდიდის მერიებს მიმართავს და მათგან მანიფესტის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფას ითხოვს.
შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება! P.S გავდივართ ახალი თეატრიდან 1 თებერვალს 9:00 საათზე'', - წერია თეატრის გავრცელებულ განცხადებაში.