"დაგვითმეთ ეთერი" - საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს

29.01.25 20:30
"დაგვითმეთ ეთერი" - საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს

 

 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს. პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები დაკავებულ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და აქციის პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას მოითხოვენ.

დემონსტრანტები ასევე, ხალხისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ხმა არ ისმის.

აქციაზე იმყოფება სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამაც. ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ქვეყნის ნომერ პირველი ტყვე მზია ამაღლობელია.

დაპატიმრებული შვილის მამა ვაცხადებ, რომ ნომერ პირველი ტყვე ქვეყნის არის მზია ამაღლობელი. მზიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ეს არ არის ხუმრობა. შეიძლება ყოველ წუთში ძალიან ცუდად დასრულდეს, ამიტომ ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს'', - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.