''საზმაუში არის შავი სიები'' - ირმა სოხაძე

29.01.25 20:48
''საზმაუში არის შავი სიები'' - ირმა სოხაძე

''სამარცხვინოა, რომ საზმაუზე არის შავი სიები, არის პროფესიონალების არ დაფასება და გაყრა'' - ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ "პირველებთან'' განაცხადა.

მომღერალი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

კონკურსში დირექტორის ვაკანსიაზე მონაწილეობა მივიღე. არ ვიცოდი, რომ მე, რა თქმა უნდა, არ დამნიშნავდა არავინ დირექტორად და მაშინ ვთქვი, რომ ეს გადაწყვეტილი ამბავია და ყველამ ვიცით, ვინც იქნება დირექტორი. მე ჩემი პროგრამით შევახსენე ტელევიზიას, მისი პრიორიტეტები.

ეს არის სამარცხვინო, რომ საზმაუზე არის შავი სიები და არის პროფესიონალების არ დაფასება და გაყრა, რა ნიშნით ისიც არ ვიცი. მე, როგორც ცოტა ხნის მათი მხურვალე მხარდამჭერს ეს მაქვს სათქმელი. ის იმედგაცრუება, რომელიც მე და ძალიან ბევრმა მივიღეთ დასაფიქრებელია. არ შეიძლება ამდენი შეცდომა შეცდომაზე დაუშვა'', - ამბობს ირმა სოხაძე.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს. პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები დაკავებულ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და აქციის პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას მოითხოვენ.

დემონსტრანტები ასევე, ხალხისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ხმა არ ისმის.