ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს
დაპირისპირება ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე აჭრის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია იმყოფებოდა, ეს არის მაღალჩინოსანი, რომელმაც მზია ამაღლობელის დაკავება საკუთარ თავზე აიღო.
მან დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, არადა, მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გრიგოლ ბესელია აქციის მონაწილეებთან გამოჩნდა.
''პოლიციის უფროსი, რომელმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა აქ არის და ხალხს დასცინის'', - ამბობს ''ბათუმელების'' რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც აქციაზე იმყოფება.
პოლიციის უფროსი, რომელმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა აქ არის და ხალხს დასცინის. ბესელია მთელი ღამეა იცინის და ერთობა იმით, რომ მზია ამაღლობელი შეიძლება დაიღუპოს ეს არის უსულგულო პოლიცია, რომელიც ადამიების ღირსებას თელავს და შემდეგ მას დასცინის. აი ასეთი პოლიცია გვყავს '', - ამბობს ეთერ თურაძე.
ფოტო: IPN.GE