"აიღეთ და გადადეთო" - ეტლით მოსარგებლე აქციის მონაწილემ ბათუმში დაზიანებები მიიღო
ეტლით მოსარგებლე აქციის მონაწილე, რომელმაც ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაზიანებები მიიღო ''პირველებთან'' ამბობს, რომ სამართალდამცველების მოწოდება იყო, რომ ''ეტლიანი აიღეთ და გადადეთო''.
ადამიანის უფლებებს არღვევენ. ვერ იგებენ, რომ ყველას ერთნაირი უფლებები გვაქვს დაარღვიეს ჩვენი უფლებები. მოწოდება იყო- ''ეტლიანი აიღეთ და გადადეთ''. ვინ სად უნდა გადამდოს, ნორმალურები ხართ?! ადამიანები არ ხართ. მე ვიცი, რომ დიდი ხანია არ ხართ ადამიანები, მაგრამ რაღაც შეინარჩუნეთ. თქვენ მოქალაქეებო, ვერ წარმოიდგენთ რამდენ უსამართლობასთან გვიწევს ბრძოლა, გთოვთ გამოდით და ხმა აიმაღლეთ, იმიტომ რომ ბოროტი მჩაგვრელი მანქანა არ დაგინდობს არც შენ. დღეს თუ შიშით ხარ ჩუმად, ხვალ ჩვენ არ ვიქნებით და ამ ბოროტმოქმედ მჩაგვრელებთან დარჩებით ცხვირ წინ, ვერავინ ვერ დაგიცავთ და თქვენც ვერ დაიცავთ თქვენ თავს. უბრალოდ გამოდით და რეალობა, რად ხდება ის ილაპარაკეთ'', - ამბობს აქციის მონაწილე.
დაპირისპირება ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ.