პროტესტმა შედეგი გამოიღო - მოქალაქეებმა ბათუმში კარავი გაშალეს
პროტესტმა შედეგი გამოიღო - პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოქალაქეებმა ბათუმში კარავი გაშალეს.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომლებიც მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, აჭარის მთავრობის სახლთან იმყოფებიან და მიაჩნიათ, რომ პოლიციის მოთხოვნა გაზონზე გადასვლის შესახებ, უკანონოა.
ჩვენ სულ მცირე რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ ვიდგეთ ან ვისხდეთ, მთავარია, ამ კარავში ვიყოთ და გამოუცხადოთ სოლიდარობა მზია ამაღლობელს. 18 დღეა ადამიანი შიმშილობს. კრიტიკული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა და არა მხოლოდ კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი. პოლიციის მოთხოვნა, რომ თურმე გაზონზე უნდა გადავიდეთ, არის აბსოლუტურად უკანონო, რადგან მე ამის უფლება მაქვს. თუ მათ პოლიტიკური შეხედულებებიდან, ძალიან მიკერძოებული, უკუღმართი შეხედულებებიდან გამომდინარე არ მოგვცეს უფლება. წინააღმდეგობა გვექნება '', - ამბობს მალხაზ ჭკადუა.
ცნობისთვის, ბათუმშ ვითარება ცოტახნის წინ დაძაბული იყო - რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ კარვები გაიტაცა. ფაქტს ადგილზე შეკრებილების პროტესტი მოყვა.