"მზია არის უდანაშაულო ტყვე, რომელიც გამოკეტილი ჰყავს რეჟიმს საპყრობილეში" - მაია მეცხვარიშვილი

29.01.25 23:11
"მზია არის უდანაშაულო ტყვე, რომელიც გამოკეტილი ჰყავს რეჟიმს საპყრობილეში" - მაია მეცხვარიშვილი

"მზია არის უდანაშაულო ტყვე, რომელიც გამოკეტილი ჰყავს რეჟიმს საპყრობილეში" - ამის შესახებ "სტუდია მონიტორის" რედაქტორმა, მაია მეცხვარიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოა.

ყველანი და ჩემი კოლეგებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაღაცნაირად გამოვტაცოთ ტყვე მზია ამაღლობელი ამ რეჟიმს. ეს ადამიანი სრულიად უდანაშაულოა, რომელსაც არ ჩაუდენია არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული, გამოკეტილი ჰყავს რეჟიმს საპყრობილეში უკანონოდ. აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს პირველად, აბსოლუტურად უკანონო ბრალი აქვს წარდგენილი.

მზია არის უდანაშაულო ტყვე, რომელიც გამოკეტილი არის საპყრობილეში და აპროტესტებს ამ უკიდეგანო უსამართლობას. 18 დღეა ადამიანი შიმშილობს, გასაგებია, რომ ''ქართული ოცნების'' ე.წ. ხელისუფლებას არ აღელვებს საერთოდ არანაირი ადამიანი'', - ამბობს მაია მეცხვარიშვილი.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება,ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეთვრამეტე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.