"წესი და რიგი რაც არის, ასეა ზუსტად" - გია ბესელია მზია ამაღლობელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ
აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გია ბესელია მზია ამაღლობელის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
ხალხის დევნაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი ჟურნალისტის კითხვას გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის დაპატიმრების თაობაზე პასუხობს, "წესი და რიგი რაც არის, ასეა ზუსტად".
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეთვრამეტე დღეა შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.