"ვიშიმშილებ, სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან" - მოქალაქე
დმანისის მერიასთან, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით, მოქალაქე ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა დაიწყო.
"მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად!" - წერს ლაშა ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში.
მოვკვდები სიმართლისთვის!
აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და ვიშიმშილებ მანამდე, სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიშიმშილებ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება!
მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად!
ბოდიშს ვუხდი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ვინც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ამ პოსტიდან იგებენ!
უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა უსამართლობას ვეგუებოდით!" - წერსლაშა ჩხვიმიანი.