"თავისუფლება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!" - ლაშა გაბიტაშვილი

30.01.25 13:13
"თავისუფლება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!" - ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში ყოფნის დროს "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უთვლის. 

ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოების მოთხოვნას ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით იზიარებს და მოშიმშილე მზია ამაღლობელისთვის ციხის კარის გაღებას ითხოვს. 

სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუქზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით. ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი მთელი ეს პერიოდი. განსაკუთრებული მადლობა ფროსფერითი ჯორჯიას, ნიკას და ჯაბას, რომელთაც ამ ინციდენტამდე საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში. მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში. მადლობა სანდრო ბარამიძეს - ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი რჩევებისთვის.

ასევე, მადლობა "დაიტოვეს" მთელ საზოგადოებას, რომლებიც ასე განიცდიდნენ ჩემს ამბავს და მგულშემატკივრობდნენ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებსა და ოჯახს, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი.

კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო მთელს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. სრულად ვიზიარებ მოთხოვნებს: სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს! ვითხოვთ ახალ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს! ვთვლი, რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ორი მოთხოვნის შესრულებას და გამარჯვებად ვერ ჩაითვლება სხვა ვერაფერი. აქედან გამომდინარე, აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს. მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით", - წერს გაბიტაშვილი.