გავრცელებული სკანდალურ ფაილები - სუს-ი პატრიარქის ძმისშვილს უსმენდა

13.09.21 17:19
გავრცელებული სკანდალურ ფაილები - სუს-ი პატრიარქის ძმისშვილს უსმენდა

გავრცელებულ სკანდალურ ფაილებში, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ მოსმენებს ასახავს, საუბარია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრიზე. ჩანაწერის მიხედვით, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, სთხოვს, სხალთის ეპარქიის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი "ეპარქიიდან მოიშორონ" და მის ნაცვლად ამავე ეპაერქიის მღვდელმსახური, მირიან სამხარაძე, დანიშნონ. 

ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქის ძმისშვილმა თეთრუაშვილისგან უარი მიიღო, რადგან თეთრუაშვილის თქმით, ამის გამო ეკლესიაში სერიოზული ძვრები მოხდებოდა - "აირეოდა მონასტერი".

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს დიმიტრი შიოლაშვილი უარყოფიტად აფასებს სხალთის ეპარქიაში არსებულ მდგომარეობას. რის გამოც მან პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, შესთავაზა სპირიდონ აბულაძის სხალთის ეპარქიიდან ჩამოშორება და მის ნაცვლად ამავე ეპარქიის სასულიერო პირ მირიან სამხარაძის კანდიდატურა, მიტროპოლიტის ეს ინიციატივა უარყოფილი იქნა, ვინაიდან ცვლილებას შეეძლო, გამოეწვია რეზონანსული ძვრები ეკლესიაში. - აღნისნულია საიდუმლო ფაილების სტენოგრამაში.