სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილებს იაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ

13.09.21 20:45
სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილებს იაშვილის კლინიკაში  გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ

ფოთის ქუჩაზე დაპირისპირების დროს დაჭრილ ახალგაზრდებს იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი ფოთის ქუჩაზე მოხდა, შემდგომ კი 13 და 15 წლის ახალგაზრდები შველას ადგილობრივებს თევდორე მღვდლის ქუჩაზე თხოვდნენ.

ასე თქვეს, მეათე კლასელები იყვნენ და უფროსმა კაცმა დაჭრაო. მერე სასწრაფოს ხმა გავიგე. სროლა არ ყოფილა, დანით დაჭრესო. რომ დავინახე, ბავშვები სისხლიანები იყვნენ - ამბობს ტვ პირველთან ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ამ ეტაპზე საგამოძიებო ქმედებები ფოთის ქუჩზე დასრულებეულია. შსს-ს დაჭრაში ბრალდებული დაკავებული არ ჰყავს. ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა გახდა დასისხლიან დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.

მსგავსი სიახლეები