მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ - მელია სუს-ზე

14.09.21 10:19
მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ - მელია სუს-ზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, სუს-იდან გამოჟონილ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება.

ოპოზიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ კვალი ბიძინა ივანიშვილამდე მიდის:

ქვეყანა ჭაობში იფლობა.

უწყება, რომელიც სახელმწოფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს მხოლოდ ერთიკაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე და იმაზე, რომ მას ძალაუფლება არ შეერყეს.

უწყება, რომელიც სახელმწიფოს მტრებს უნდა დასდევდეს, უთვალთვალებდეს, უსმენდეს, დასდევს ყველას სახელმწიფოს მტრების გარდა. გვისმენენ და გვითვალთვალებენ ყველას, ერსაც და ბერსაც.
და რაც მთავარია, დღეს საზოგადოებას ქალაქების მერებად ტენიან მათ, ვინც გუშინ სწორედამ მოსმენებით, თვალთვალითა და მიყურადებით იყო დაკავებული.

ბინძურ ამაგს უფასებენ და გეშავენ რომ ახლა უკვე ღიად და დაუფარავად მართონ ქვეყანაბინძური მეთოდებით.
და ჩვენც უნებლიედ, ისევ ამ ჭუჭყიან საცვლებში ქექვის თანამონაწილეები ვხდებით, ვხურდავდებით და დროს, ენერგიას ვფლანგავთ იმის გარკვევასა და მოსმენაში ვინ ვის რაუთხრა, ვინ ვისთან იდგა, იჯდა და ა.შ.
არადა ჩვენ თაობას აქვს შანსი, დიდი საქმეები გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანამ თავი დააღწიოს ამ კოშმარს, ხელისუფლებაში იყოს მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ერთიფერი, როგორც დღესაა.

ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე გვგონია, მთავარია მოვიკრიბოთ ძალა, ნებისყოფა, მტკიცეარა ვუთხრათ ამ ბინძურ რეჟიმს, ვირწმუნოთ ჩვენი გამარჯვების და ხალხიც ირწმუნებს!
გამარჯვების რწმენა გადამდებია და როცა გწამს გამარჯვების, გამარჯვება გარდაუვალია!",- წერს მელია.