პოლიცია ილია ღლონტის სახლთანაც მივიდა
სამოქალაქო აქტივისტ ნენსი ვოლანდის პარალელურად, პოლიცია Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლთანაც მივიდა.
ამის შესახებ ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე სოციალურ ქსელში წერს.
ჩემთანაც პოლიციაა მოსული!!!" - წერს ილია ღლონტი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამოქალაქო აქტივისტი და Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლთანაც იმყოფებიან. ნენსი იტყობინება, რომ პოლიციელები ჩხრეკის ჩატარებას ადვოკატის დასწრების გარეშე აპირებენ.