ჯაფარიძე - ხაზარაძე - წერეთლის საქმე განახლდა - პროცესზე ბრალდების მხარე დაიკითხება

14.09.21 11:04
ჯაფარიძე - ხაზარაძე - წერეთლის საქმე  განახლდა - პროცესზე ბრალდების მხარე დაიკითხება

ჯაფარიძე - ხაზარაძე - წერეთლის საქმე -  საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვა დაიწყება.  პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ჩვენებას ფინანსური პოლიციის თანამშრომლები მისცემენ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალი აბსურდულია და ამას დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეებიც დაადასტურებენ. პროცესს ბრალდებულებიც დაესწრებიან.

ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არცევნების წინ მისი ოჯახის და ასევე, მისი კუთვნილი ტელევიზიის დასტრესვას ცდილობს. 

ფორსირებული პროცესები მიდის. სასამართლო პროცესები ჩაინიშნა კვირაში ერთხელ, შეიძლება ორჯერაც იყოს. რა თქმა უნდა, მოდის არჩევნები და სტრესის ქვეშ არის „ქართული ოცნება“ . ამით ფიქრობ, რომ მე, ან ჩემს ოჯახს დასტრესავს, ან ტელევიზიას დასტრესავს. რაღა დროს სასამართლოა? ქვეყანა აღარ არსებობს, ჩამოშლილია დღეს სახელმწიფო, მიდის  მთელი ამ სამღვდელოებების მოსმენები და  მერე გამოშკარავებები და ჩამოიშალა სახელმწიფო რაღა დროს სასამართლოა, - ამბობს წერეთელი.