"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ამერიკის კონგრესში კიდევ 4 მხარდამჭერი ჰყავს
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ამერიკის კონგრესში კიდევ 4 მხარდამჭერი ჰყავს. კერძოდ, 2 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელი კონგრესმენები.
ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდელო მაცნეს ვებ გვერდზე იძებნება. ქართული ოცნების არალეგიტიმურად გამოცხადებას მხარს უჭერენ: მაიკლ ტურნერი, ლოიდ დოგეტი, მაიკლ ლოლერი და ემანუელ ქლივერი.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“.
მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით წარუდგინა.