ბსუ-სთან შეკრებილები ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ - მოქალაქეები "ახალი თეატრის" მანიფესტს დაესწრებიან

01.02.25 19:18
ბსუ-სთან შეკრებილები ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ - მოქალაქეები "ახალი თეატრის" მანიფესტს დაესწრებიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ. 

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის მანიფესტს დაესწრებიან. მოსალოდნელია, რომ ევროპის მოედანზე ბათუმში ჩასული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდეს. 

დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი იყო ჩამოსული. ჩვენ ჩვენი მხრიდან გავუზიარეთ გამოცდილებები. მოვუყევით, როგორი ბინძური და სამარცხვინო ხერხებით აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. ასევე მოვახსენეთ სასამართლო პროცესებზე, როგორი ცირკი მიმდინარეობდა. ერთი თხოვნა გვქონდა პრეზიდენტის მიმართ, რომ ჩვენგან დანარჩენი საქართველოსთვის წაეღო, რომ ჩვენი ერთობა, უპირობო სიყვარული, ბრძოლისუნარიანობა იქნება იმის გარანტი, რომ საქართველო ევროპული, ძლიერი სახელმწიფო იქნება", - ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.