გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი აქტივისტი გაიტაცეს
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.