ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას... როცა იმედი გკარგავს, თეატრი მოდის და გისმენს - დავით დოიაშვილი

01.02.25 19:37
ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას... როცა იმედი გკარგავს, თეატრი მოდის და გისმენს - დავით დოიაშვილი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი ბათუმშია. ზღვისპირა ქალაქში, ამ წუთებში, თეატრის მანიფესტი მიმდინარეობს. 

ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას - ასე მიმართა თეატრის ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს  და მათ უთხრა: "როცა იმედი გკარგავს, თეატრი მოდის და გისმენს"

ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გავიგოთ თქვენი ხმა, რომ თქვენ მოგისმინოთ. გავიგოთ ის ტკივილები, რაც თქვენ გაქვთ. სწორედ ამიტომ დღევანდელ მანიფესტში ჩვენც ვიქნებით, მაგრამ იქნებიან თქვენი წარმომადგენლებიც. მთავარია, დავინახოთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას. ამ ადამიანებს აღარაფრის იმედი აღარ აქვთ. მაგრამ იცოდეთ და გპირდებით, რომ როცა იმედი გკარგავს, თეატრი მოდის და გისმენთ", - განაცხადა დავით დოიაშვილმა. 

ცნობისთვის, საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში აჭარიდან დაიწყო და რეგიონებში გაგრძელდება.

ხვალ, „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს სამეგრელოში გამართავს.