"დღეს ჩვენი სამშობლო გასაყარზე დგას" - ცეცხლაძის მამა

01.02.25 19:42
"დღეს ჩვენი სამშობლო გასაყარზე დგას" - ცეცხლაძის მამა

"ახალი თეატრის" მანიფესტის ფარგლებში, ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების წინაზე სინდისის პატიმრის მამა, ზურაბ ცეცხლაძეც წარდგა. 

"დაფიონის" ლიდერის მშობელმა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და სცენიდან განაცხადა, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში თითოეული ადამიანის ერთად დგომა მნიშვნელოვანია. 

"დღეს ჩვენი სამშობლო გასაყარზე დგას, ბევრჯერ გვქონია ასეთი მომენტი და ყოველთვის სწორი მიმართულებით გვივლია" - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ. 

მოგესალმებით ჩემო მშობლიურო ბათუმელებო. დღეს ჩვენ სამშობლოს ბედმა შეგვყარა. დღეს არც კონცერტია და არც გართობის ადგილია ბათუმი. დღეს ჩვენი სამშობლო გასაყარზე დგას თავისი ბედის. ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ გვქონია ასეთი მომენტი და ყოველთვის სწორი მიმართულებით გვივლია. ბუნებამ, ღმერთმა, განგებამ დღეს ისევ ის დღეები მოგვიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა." - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი ბათუმშია. ზღვისპირა ქალაქში, ამ წუთებში, თეატრის მანიფესტი მიმდინარეობს. საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში აჭარიდან დაიწყო და რეგიონებში გაგრძელდება. ხვალ, „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს სამეგრელოში გამართავს.