"ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გადავცურავთ ზღვას" - ანდრო ჭიჭინაძის დედის მიმართვა ბათუმელებს

01.02.25 19:41
"ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გადავცურავთ ზღვას" - ანდრო ჭიჭინაძის დედის მიმართვა ბათუმელებს

"ეს არის ზვიად ცეცხლაძის ქალაქი, გმირის, რომელიც ახლა დატყვევებული ჰყავს სისტემას" - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ ბათუმელებს.

ევროპის მოედანზე შეკრებილებს, ლიკა გუნცაძემ უთხრა, რომ "ერთად გადაცურავენ ზღვას" და ეს ბრძოლა აუცილებლად გაამრჯვებით დასრულდება. 

მიყვარხართ. ბათუმი არის ქალაქი, დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ჩემს გულშია. ის არის ქალაქი, რომელმაც პირველმა დაიწყო წინააღმდეგობა. დიდი მადლობა ამისთვის. ეს არის ზვიად ცეცხლაძის ქალაქი, გმირის, რომელიც ახლა დატყვევებული ჰყავს სისტემას. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, სოლიდარობისთვის, სიყვარულისთვის, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გადავცურავთ ზღვას. ეს ქვეყანა ჩვენია", - ამბობს ლიკა გუნცაძე.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი ბათუმშია. ზღვისპირა ქალაქში, ამ წუთებში, თეატრის მანიფესტი მიმდინარეობს.  

ცნობისთვის, საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში აჭარიდან დაიწყო და რეგიონებში გაგრძელდება.

ხვალ, „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს სამეგრელოში გამართავს.