ილია ღლონტთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ - აქტივისტი უკვე 3 საათია თბილისის მთავარ სამმართველოში ჰყავთ
3 საათია, რაც "დაიტოვეს" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ილია ღლონტს თბილისის მთავარ სამმართველოსთან მისი უფლებადამცველი, ოჯახი და მეგობრები ელოდებიან.
ამ დრომდე უფლებადამცველს ილია ღლონტთან არ უშვებენ.
სამოქალაქო აქტივისტის ცოლი "შაბათის ეთერთან" კიდევ ერთხელ იხსენესბ მის სალში დღეს განხორციელებულ ჩხრეკას.
ილიას Facebook პოსტიდან გავიგე, რომ შევიდა უკვე პოლიცია. მე ამ დროს არ ვიმყოფებოდი სახლში. სახლში 15 წუთში მივედი, თუმცა პოლიცია უკვე იყო სადარბაზოში. სამივე სართულზე ჰყავდათ თავისი თანამშრომლები განწესებული. მე არ შემიშვეს. მოვითხოვე, რადგან ჩემს სახლს ჩხრეკდნენ, რაზეც უარი მივიღე. კითხვაზე, იყო თუ არა შიგნით ადვოკატი, ვერ გიპასუხებ-თქო მითხრეს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ადვოკატიც არ ყოფილა ჩხრეკის დროს.
2 საათზე მეტი მიმდინარეობდა ჩხრეკა. ამოიღეს კომპიუტერის პროცესორი. სხვისი იდენტიფიცირება ვერ მოვახდინე, რადგან შეფუთული ჰქონდათ და რა ამოიღეს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. იქ მყოფი პოლიციელები არ მეუბნებოდნენ, რა მუხლით მიმდინარეობდა ჩხრეკა. ილიამ როგორც თქვა, ეს იყო დაკავშირებული იმავე საკითხთან, რაზეც პირველად შემოვიდნენ ჩვენთან ჩხრეკაზე.
შემდეგ უკვე წამოიყვანეს სამმართველოში. ჩვენ ამის ვიდეოკადრები გვაქვს, რომ იქ შეიყვანეს, მაგრამ ადვოკატები რომ მოვიდნენ და შევიდნენ უთხრეს, რომ ასეთი სახელით და გვარით არავინ შემოსულაო. 2 საათზე მეტია ადვოკატები არკვევენ, ზუსტად რომელ განყოფილებაში ჰყავთ ილია. არ პასუხობენ, არ ეუბნებიან ამას და ადვოკატები ვერ შედიან, რომ დაკითხვას დაესწრონ", - ამბობს ილია ღლონტის მეუღლე.
აქტივისტის უფლებადამცველის თქმით, მათ ჯერ შეტყობინება არ მიუღითა ილია ღლონტის შესაძლო დაკავებსი შესახებ.
მესამე საათია ვიმყოფებით შენობასთან. ის რომ ილია იმყოფება მთავარ სამმართველოში, გვაქვს მისი მეგობრებისგან და არაოფიციალურად. ოფიციალური შეტყობინება, რომ ილია არის დაკავებული, ან რამეს მსგავსი არ მოუწოდებიათ ადვოკატებისთვის. ველოდებით უკუკავშირს გამომძიებლებისგან", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.