მეც მომადგნენ, გამოკითხვაზე უნდა გადაგიყვანოთო - მირიან ბერულავა

01.02.25 20:26
მეც მომადგნენ, გამოკითხვაზე უნდა გადაგიყვანოთო - მირიან ბერულავა

სამოქალაქო აქტივისტი, მირიან ბერულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასთანაც მივიდნენ. 

მეც მომადგნენ, გამოკითხვაზე უნდა გადაგიყვანოთ". - წერს მირიან ბერულავა. 

ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.

ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ  სამმართველოში გადაიყვანეს.

ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.