ილია ღლონტის სახლის ჩხრეკის სპეცოპერაციას ადგილზე გიორგი სამარღანიშვილი ხელმძღვანელობდა

01.02.25 20:53
ილია ღლონტის სახლის ჩხრეკის სპეცოპერაციას ადგილზე გიორგი სამარღანიშვილი ხელმძღვანელობდა

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ილია ღლონტის სახლის ჩხრეკის სპეცოპერაციას ადგილზე გიორგი სამარღანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სამარღანიშვილი "სევასტოპოლის" (რჩეულიშვილის ქუჩა) პოლიციის განყოფილების შეფი იყო იმ დროს, როდესაც ხორავას სისხლიანი ტრაგედია მოხდა და გავცრელებული ცნობებით, სწორედ ამ პოლიციის განყოფილებაში ხდებოდა მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლა. 

ის შემდეგ დააწიანაურეს და ახლა თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოდაგილეა - სწორედ ეს სამმართველო ფიგურირებს კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებული წერვსი, საბა სხვიტარაძის საქმეში - საუბარია მირიან ქავთარაძესა და მის "ბანდაზე".

ცნობისთვის, სამარღანიშვილი შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დააჯილდოვა, როგორც "დამსახურებული პოლიციელი".