"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - "ახალი თეატრის" დასი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდა

01.02.25 21:58
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - "ახალი თეატრის" დასი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის საპროტესტო მანიფესტი ბათუმში დასრულდა - ევროპის მოედანზე შეკრებილმა ხელოვანებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ შინაარსის ბანერი გაშალეს გაფიცულმა მსახიობებმა ადგილზე და მდუმარე აქცია მოაწყვეს.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში აჭარიდან დაიწყო. ხვალ, „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს სამეგრელოში გამართავს.