ილია ღლონტმა პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა - აქტივისტის პირველი კომენტარი
ილია ღლონტმა პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. აქტივისტი ამბობს, რომ მისი სახლის ჩხრეკის და შემდეგ სამმართველოში გადაყვანის მიზეზი "პუბლიკას" მიერ დადებული ნიუსის სოფიალურ ქსელში გაზიარება გახდა.
სამწუხაროა ის, რაც ხდება. აღმოჩნდა, რომ ჩემი "პუბლიკას" მიერ დადებული ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა და დრეს რაც მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში, ეს ზუსტად ვიცი. საბოლოო ჯამში პრობლემა მდგომარეობს ამ სისტემის სისტემატიურ უსამართლობაზე. გასულები არიან მორალის ზონიდან. აი ამ ჩემს გაზიარებულ პოსტზე რაც ხდება, არვიცი... ეძებენ ორგანიზატორებს, უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ არიან ამ ყველაფრის ორგანიზატორები. მათ გადააბიჯეს ყველა სამართალებრივ ჩარჩოს და ისინი არიან დამნაშავეები ყველაფერში, რაც ხდება" - ამბობს ილია ღლონტი.
ფეისბუქ ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორი, ილია ღლონტი განყოფილებაში მისი სახლის ჩხრეკის შემდეგ, რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.