თბილისის მთავარი სამმართველო სანდრო ჭითანავამ დატოვა

01.02.25 22:25
თბილისის მთავარი სამმართველო სანდრო ჭითანავამ დატოვა

თბილისის მთავარი სამმართველო სანდრო ჭითანავამ დატოვა - დიღმის იზოლატორიდან სამოქალაქო აქტივისტმა "შაბათის ეთერთან" განაცხადა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ მისი სახლიდან რამდენიმე პირბადე და პლასტმასის საყვირი ამოიღო. 

ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.

ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 

ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს. 

მსგავსი სიახლეები