შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში - როდის ამოქმედდება აპლიკაცია "კოვიდ პასი"

14.09.21 11:42
შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში - როდის ამოქმედდება აპლიკაცია "კოვიდ პასი"

ჯანდაცვის სამინისტროში  რესტორატორებსა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი საკითხი ე.წ "კოვიდ პასის" სისტემის ამუშავება იქნება. აპლიკაცია სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად ამოქმედდება და მომხმარებელს საშუალება ექნება, დაადგინოს ე.წ. მწვანე ზონის კვების ობიექტები.  

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდ საშვი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სუბიექტებს, განსაზღვრონ ვიზიტორის კოვიდ სტატუსი, საშუალებას მისცემს მათ, რომ განისაზღვროს ე.წ. მწვანე ზონები. ეს პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს მეტ მოქნილობას. დღეიდან ეს აპლიკაცია გამოყენებადია", - ამბობს ბექა ფერაძე.

აპლიკაციის გამოყენება სამასპინძლო ბიზნესისთვის სავალდებულო არ იქნება და მას მხოლოდ რეკომენდაციის სახე ექნება.