მირიან ბერულავა დააკავეს - რას ედავება აქტივისტს გამოძიება

01.02.25 23:29
მირიან ბერულავა დააკავეს - რას ედავება აქტივისტს გამოძიება

აქტივისტი მირიან ბერულავა დააკავეს. ის სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.  ბერულავა ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 

მას გამოძიება, 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები