ანა დოლიძე - ზამირ კვეკვესკირის ამბავი დამახასიათებელია იმ ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენს ქვეყანაში

02.02.25 10:30
ანა დოლიძე - ზამირ კვეკვესკირის ამბავი დამახასიათებელია იმ ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენს ქვეყანაში

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა.

დოლიძის თქმით, კვეკვესკირი იმ უიმედობის, სასოწარკვეთის და ბრძოლის სიმბოლოა, რომელიც ჩვენს ქვეყანასი ხდება. 
 

ეს ძალიან ცუდი ამბავია და რეალურად, ეს არის დამახასიათებელი ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ერთი ადამიანის უიმედობა, ერთი ადამიანის ბრძოლა, ერთი ადამიანის წინააღმდეგობა და ერთი ადამიანის სასოწარკვეთა, ამ ყველაფრის სიმბოლოა ზამირ კვეკვესკირი. თან ყველაფერთან ერთად ადამიანი იყო დევნილი, რომელიც ერთხელ უკვე გამოაძევეს საკუთარი სახლიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა. ფაქტია, რომ ვერ შეეწინააღმდეგა იმ სისტემას, რომელმაც ის იმსხვერპლა,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები