ბოლომდე! - თბილისი მოლთან დაანონსებულ დიდ შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება

02.02.25 10:40
ბოლომდე! - თბილისი მოლთან დაანონსებულ დიდ შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება

დიდ შეკრებამდე, რომელიც დღეს თბილისი მოლთან არის დაანონსებული, რამენიმე საათი რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ქოლგები კანონსაწინააღმდეგოდ "ოცნებას" ჯერ კიდევ არ გმოუცხადებია.

საპროტესტო აქცია დიღომში ზუსტად 16:00 საათზეა დაანონსებული. "ბოლომდე!" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე პოლიტ პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან უამრავი ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ასევე გუშინ პოლიციამ არერთი აქტივისტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, მოქალაქეები არ შინდებიან და ამბობენ, რომ ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით არალეგიტიმური ხელისუფლება მათ ხმას ვერ ჩაახშობს.

სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, რადიკალიზაციას როცა ვამბობთ, მაგისტრალის გადაკეტვა იქნება თუ რაც იქნება, არის აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის ფორმებში. ჩვენ ვრჩებით ამ მშვიდობიანი პროტესტის საზღვრებში თუ არ დაღვარეს სისხლის, რაზეც კბილები უკაწკაწებთ და ხელები ექავებათ. ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი. მას მოუკლავს ადამიანები 90-იანებში და თვალი არ დაუხამხამებია, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ "ოცნება" შეშინებულია და საკუთარ დასასრულს გრძნობს.

ეშინიათ, დიახაც ეშინიათ. თვითონაც გრძნობენ, რომ დიდი ხანი არ დარჩენიათ და ასე ვერ გააგრძელებენ. ერთგვარი აგონიაა, რაც ხდება ახლა საქართველოში. იგებს ის კი არა, ვინც უფრო ძლიერია, პოლიცია ჰყავს ან ფული აქვს, იგებს ის, ვინც არ ნებდება და ჩვენ არ დავნებდებით!, - ამბობს სამედიცინო ექსპერტი ვატო სურგულაძე. 

მსგავსი სიახლეები