ისაკო დევიძე ამბობს, რომ არ ეშინია და გათავისუფლების შემდეგ ისევ პროტესტს შეუერთდება - ადვოკატი

02.02.25 11:27
ისაკო დევიძე ამბობს, რომ არ ეშინია და გათავისუფლების შემდეგ ისევ პროტესტს შეუერთდება - ადვოკატი

გუშინ დაკავებული ისაკო დევიძის ადვოკატო ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ აქტივისტი მხნედ არის და გათავისუფლების შემდეგ აპირებს, ისევ თანამებრძოლების პროტესტს შეუერთდეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დევიძეც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, მაინც არ ეშინია და ამბობს, რომ სისტემა აუცილებლად უნდა დაინგრეს. 

ისაკო დევიძე იმყოფება დიღმის იზოლატორში. მას გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ კრიმინალი პოლიციელები რამდენიმე ატაპად. ერთი, სადარბაზოში, მეორედ უკვე უშუალოდ სახლში, როდესაც მიმდინარეობდა ჩხრეკა. რა თქმა უნდა, ის არის უკანონოდ დაკავებული. მას ედავებიან პოლიციის წინააღმდეგობას, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ისაკო დევიძემ როდესაც მათ უთხრა, რომ რატომ მაყენებთ დედის მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამაზე „კიდევ რამდენს ლაპარაკობ, ბიჭო“ და შემდეგ გაუსწორდნენ ფიზიკურად. ისაკო ამბობს, რომ არ ეშინია და როდესაც გამოვა ისევ შეუერთდება თავისუფალი ადამიანების პროტესტს. დაიწყო შიმშილობა. არ ეშინია და თვლის, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაინგრეს სისტემა, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი ისაკო დევიძე პოლიციამ გუშინ დააკავა. მის სახლში ჩხკერა ჩატარდა, საიდანაც კომპიუტერები, დროშები და 2000 ლარამდე თანხა იქნა წაღებული.

აქტივისტი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული.  

მსგავსი სიახლეები