პოლიციამ სახლიდან ფული, დროშები და სუნამოები წაიღო - ისაკო დევიძის და
გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ისაკო დევიძის და ამბობს, რომ მისი ძმა შიმშილობას არ შეწყვეტს. ქალი ასევე გუშინ მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციამ თანხის გარდა, ბინიდან საქართველოს დროშა და ასევე სუნამოები წაიღო.
აქტივისტის და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებთან ბრძოლას აუცილებლად წააგებს.
გვერდებში აქვს ნარტყამი. სახეზე არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ, ცოტა სიწითლე ჰქონდა. საჭმელზე თქვა უარი და რამდენადაც ჩემს ძმას ვიცნობ, გააგრძელებს ალბათ შიმშილობას. საქართველოს დროშა თუ დანაშაულია და ეგ თუ ორგანიზებული დანაშაულის ნივთმტკიცებულებაა, მართლა საოცდავ ქვეყანაში ვცხოვრობთ თურმე. ფული წაიღეს, დროშები წაიღეს, სუნამოები წაიღეს, ისი პარკში შენახული სუნამოები წაიღეს, გავგიჟდი! კომპიუტერები. ჩვენი ახალგაზრდობის იმდენად მწამს, თუნდაც ის, რომ 20 წუთში აგვიგროვეს თანხა, იმხელა გვერდში დგომაა ერთმანეთის, ვერავინ დააშინებს ამ ხალხს და აუცილებლად მოიპოვებენ გამარჯვებას, - ამბობს ისაკო დევიძის და.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი ისაკო დევიძე პოლიციამ გუშინ დააკავა. მის სახლში ჩხკერა ჩატარდა, საიდანაც კომპიუტერები, დროშები და 2000 ლარამდე თანხა იქნა წაღებული.
აქტივისტი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული. მან შიმშილობა დაიწყო.