2 საათი ფართომასშტაბიან აქციამდე - თბილისი მოლთან პოლიციაა მობილიზებული

02.02.25 14:14
2 საათი ფართომასშტაბიან აქციამდე - თბილისი მოლთან პოლიციაა მობილიზებული

მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიან აქციამდე 2 საათია დარჩენილი, თბილისი მოლთან უკვე პოლიცია მოაბილიზეს. "პირველები" შეეცადა გაერკვია, რა მიზეზით არიან ისინი იქ გამაგრებულები, თუმცა სამართალდამცველები კითხვას არ პასუხობენ.

"პრეცენტრს მიმართეთ", - ასეთი იყო პოლიციელების პასუხი.

დიდ შეკრებამდე, რომელიც დღეს თბილისი მოლთან არის დაანონსებული, რამენიმე საათი რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ქოლგები კანონსაწინააღმდეგოდ "ოცნებას" ჯერ კიდევ არ გმოუცხადებია.

საპროტესტო აქცია დიღომში ზუსტად 16:00 საათზეა დაანონსებული. "ბოლომდე!" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე პოლიტ პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან უამრავი ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ასევე გუშინ პოლიციამ არერთი აქტივისტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, მოქალაქეები არ შინდებიან და ამბობენ, რომ ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით არალეგიტიმური ხელისუფლება მათ ხმას ვერ ჩაახშობს.

 

მსგავსი სიახლეები