სოლიდარობის მარში თბილისში - მოქალაქეები 1992 წლის 2 თებერვალს ჩაცხრილულებს იხსენებენ

02.02.25 15:39
სოლიდარობის მარში თბილისში - მოქალაქეები 1992 წლის 2 თებერვალს ჩაცხრილულებს იხსენებენ

ხალხი შეიკრიბა თამარ მეფის ხიდზეც. თბილისში დღეს იმ 23 ადამიანს იხსენებენ, ვინც მხედრიონმა 1992 წლის 2 თებერვალს ჩაცხრილა და სამშობლოს სიყვარულისთვის დასაჯა. დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ ცეცხლსასროლი იარაღით დაშლილი აქციის გადარჩენილი მონაწილეებიც. ისინი დღეს სიმბოლურად იმ გზას გაივლიან, რომელიც 2 თებერვალს ჩაცხრულილ დემონტრანტებს უნდა გაევლოთ.

მოქალაქეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, ამბობენ, რომ დღესაც, 1992 წლის მსგავსად, რუსული რეჟიმი იმ თავისუფალ მოქალაქეებს ებრძვის, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დგანან. 

ეს არის პირდაპირ ბედის ირონია და ამას, ჩვენ, ქართველები ვერ შევეგუებით, როდესაც მამუკა ტერიშვილის დედა, მამუკა ტერიშვილი არის ერთ-ერთი მსხვერპლი მაშინდელი ჯალათობისა და სისასტიკისა, დღეს დგას ისევ ჩვენთან, ხოლო მისი მეორე შვილი - გიორგი, ამ უსამართლო რუსულმა ხელისუფლებამ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლობამ, ციხეში გამოკეტა ისევ. რა სხვაობაა, მითხარით? იგივე ქადაგიშვილი, იგივე ხაინდრავა და მრავალი სხვა, ისევ ხელისუფლებაში არიან. ანუ ის პერსონები, რომლებმაც იდეოლოგიურდა მოაზადეს საქართველოს მკვლელობა, დღემდე ამას ჩვენს თვალწინ ყოველდღე განახორციელებენ და ანადგურებენ საქართველოს, მომავალს უსპობენ, - ამბობს მოქალაქე.   

დღეს 2 თებერვალია, დღე, როცა მხედრიონელმა ჯაბა იოსელიანმა თბილისში დემონსტრანტები ავტომატებით ჩაცხრილა. მაშინ თამარ მეფის ხიდზე 23 მომიტინგე დაიღუპა, 186 კი დაშავდა. მოკლულებს შორის იყო 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი.

საქართველოს თავისუფლებისთვის მოკლული ტერაშვილის ძმა ახლა "ქართული ოცნების" რეჟიმს ჰყავს დაპატიმრებული და სამშობლოთვის ბრძოლას არ პატიობს.

 

მსგავსი სიახლეები