ბათუმის შემდეგ ზუგდიდი - ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტს დღეს სამეგრელოში წაიკითხავს
ბათუმის შემდეგ ზუგდიდი - ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტს დღეს სამეგრელოში წაიკითხავს. ხელოვანები ამბობენ, რომ ისინი არ იბრძვიან მხოლოდ ანდრო ჭიჭინაძის თავისუფლებისთვის, იბრძვიან სინდისის ყველა პატიმრის გამოსახსნელად.
ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სამეგრელოს მცხოვრებლებს მოუწოდებს, მათთან შესახვედრად გამოვიდნენ.
ეს არის სოლიდარობისტვის ბრძოლა და მინდა, რომ გადამდები იყოს ყველასთვის და მე მგონია, რომ ყველაფერს შევძლებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელოში ჩასვლა და ჩემს მეგრელებს, ჩემს დედულეთს, ყველას ვთხოვ, რომ გამოვიდნენ, მოვიდნენ, რაც ბევრნი ვიქნებით, უფრო მაგრად გადავცურავთ ზღვას. დაჩხირ ოლიგარქიას!, - ამბობს ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი.