„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ტერიტორიიდან სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - უახლესი ცნობები ადგილიდან
თბილისისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში გადაიკეტება. საპროტესტო აქციას წუთი წუთზე შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიიდან სვლელობით უკვე დაიძრნენ. ისინი თბილისი მოლთან მიწისქვეშა გადასასვლელის გავლით მივლენ.
ცოტა ხნის წინ სტუდენტებს საუბარი ჰქონდათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, გოგა მემანიშვილთან. სამართალდამცველმა მათ უთხრა, რომ მაგისტრალის სრულად გადაკეტვის საშუალებას არ მისცემდნენ, რადგან ის სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძია. მოქალაქეებს მხოლოდ სავალი გზის ორი ზოლის დაკავების უფლება მიეცათ.
ჩვენ არ ვსაუბრობთ ახირებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიციასთან იმაზე, თუკი იქნება შესაბამისი რაოდენობა, უბრალოდ, სად უნდა წავიდეს ეს ხალხი? ბუნებრივად გადაიკეტება. არ ვიცი ვის დააკისრებენ ამაზე პასუხისმგებლობას . მაშინ ყველა ერთად უნდა დაგვიჭირონ. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და რეჟიმს გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა კანონიერი საშუალებით და არა მათი ერთ დღეშ შეთითხნილი კანონით და ცვლილებით, - ამბობს ნიკო მანაგაძე.