პოლიცია აქციის მონაწილე ქალებს აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს - ხმაური აღმაშენებლის ხეივანზე
დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ხატია დეკანოიძესა და პოლიციელებს შორის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღშფოთება აქციის მონაწილე ქალების მისამართით ძალოვანების გინებამ გამოიწვია.
დეკანოიძის თქმით, პოლიციელები ქალებს უშვერი სიტყვებით აგინებდნენ.
მოდიან და პირდაპირ აგინებენ აქციის მონაწილეებს. ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები და ბიძინა ივანიშვილის მსახურები. არ გვეშინია ჩვენ ამათი. უშვერი სიტყვებით აგინებენ ქალებს, ეს არის მათი სახე, - ამბობს დეკანოიძე.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველები აქციის მონაწილე ქალებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ცოტა ხნის წინ შააგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, ექიმ ანა ქავთარაძესაც.