საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს ავტომობილებიდან სიგნალებით ამხნევებენ
აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებში აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობით მიდიან, მოქალაქეები ავტომობილებიდან სიგნალებით ამხნევებენ. ისმის საპროტესტო შეძახილებიც. მსვლელობის მონაწილეებს მიაცილებს პოლიციაც, რათა მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლა ვერ შეძლონ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თბილისი მოლის ტერიტორიაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროტესტის მონაწილეები გზის მეორე მხარეს გადასულიყვნენ და პროტესტი მსვლელობით გაეგრძელებინათ.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.