თავისუფლება პოლიპატიმრებს! - ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი ზუგდიდში

02.02.25 20:46
თავისუფლება პოლიპატიმრებს! - ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი ზუგდიდში

თბილისის პარალელურად, პროტესტია სამეგრელოშიც. ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტით ამჯერად ზუგდიდშია ჩასული. სამხარეო ადმინისტრაციის წინ ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ სცენაზე მსახიობები მაყურებლის წინაშე გამოდიან. 

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! - ეს არის დღეს ხელოვანების მთავარი სათქმელი. 

შეგახსენებთ, რომ ახალმა თეატრმა საპროტესტო მანიფესტი უკვე გამართა თბილისსა და ბათუმში. სად იქნება მათი შემდეგი გაჩერება ცნობილი ცოტა ხანში გახდება.

მსგავსი სიახლეები