ხარებას თავდასხმა დაკავებულებზე - პირველი ინტერვიუ თვითმხილველთან

02.02.25 21:02
ხარებას თავდასხმა დაკავებულებზე - პირველი ინტერვიუ თვითმხილველთან

იურისტი მიხალის ირემაძე, რომელიც აქციის მონაწილეებისადმი ხარებას მუქარას და ცემას შეესწრო, "პირველებთან" მომხდარის შესახებ ყვება. მისი თქმით, ზვიად ხარაზიშვილი და მისი ძალოვანები მოქალაქეებს თავს მას შემდეგ დაესხნენ და დაკავებეი დაიწყეს, რაც აქციის მონაწილეები ხარებას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. 

წეღანაც ვნახეთ, ჩემს თვალწინ ხდებოდა ეგ ფაქტი, ზუსტადაც რომ ხარება იყო თავის მანქანაში, გადმოვიდა, დაგვინახა, რომ ბევრი ადამიანი ვიყავით, და მის მიმართაც გარკვეული შეძახილები ადამიანებს იქ ჰქონდათ, პირდაპირ დაემუქრა ადამიანს, თქვენ დაგიჭერთო და იმ მომენტშივე, ყველა ეს 30 კაცი, ბრბო ეგრევე დაესია ჩვენს მოქალაქეებს და რამდენიმე ადამიანი აიყვანეს კიდეც.
არ შეგვშინდეს, ეს არის რეჟიმის ჟიმჟიმს რომ ეძახიან, იმიტომ, რომ თუ არ ეშინიათ, აქ ამდენნი არ იქნებოდნენ, - ამბობს აქციის მონაწილე. 

 

"თბილისი მოლთან" დაკავებულები  პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.

კადრები "შაბათის ეთერის" ოპერატორმა აღმაშენებლის ხეივანზე გადაიღოო.

 

მსგავსი სიახლეები