33 წელი 1992 წლის 2 თებერვლის მოვლენებიდან - მოქალაქეებმა დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

02.02.25 21:11
33 წელი 1992 წლის 2 თებერვლის მოვლენებიდან - მოქალაქეებმა დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

33 წლიანი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის - დღეს 2 თებერვალია, დღე, როცა მხედრიონელმა ჯაბა იოსელიანმა თბილისში დემონსტრანტები ავტომატებით ჩაცხრილა. მაშინ თამარ მეფის ხიდზე 23 მომიტინგე დაიღუპა, 186 კი დაშავდა. მოკლულებს შორის იყო 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი.

საქართველოს თავისუფლებისთვის მოკლული ტერაშვილის ძმა ახლა "ქართული ოცნების" რეჟიმს ჰყავს დაპატიმრებული და სამშობლოთვის ბრძოლას არ პატიობს.

დაღუპულების ხსოვნას პატივი დღეს სიმბოლურად თამარ მეფის ხიდზე მიაგეს. იქ ის ადამიანებიც იყვნენ მისული, ვინც  ცეცხლსასროლი იარაღით დაშლილ  აქციას გადაურჩა. 
მოქალაქეებმა სიმბოლურად ის გზა  აიარეს, რომელიც ორ თებერვალს მოკლულ მომიტინგეებს უნდა გაევლოთ - რკინიგზის სადგურიდან გმირთა მოედნამდე.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები