ეს აბსურდის თეატრი მალე დასრულდება ჩვენი გამარჯვებით - მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესზე

14.09.21 13:33
ეს აბსურდის თეატრი მალე დასრულდება ჩვენი გამარჯვებით - მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესზე

საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი განახლდა. ჯაფარიძე -ხაზარაძე-წერეთლის საქმე ისევ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

სხდომათა  დარბაზში მოსამართლეს  დღეს ჩვენებას  ფინანსური პოლიციის თანამშრომლები მისცემენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალი აბსურდულია და ამას დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეებიც დაადასტურებებენ.

მამუკა ხაზარაძის ტქმით, აღნიშნული პროცესი არის აბსურდის თეატრი და ის მალე დასრულდება.

ეს არის დიდი შემოტევის, სპექტაკლის ნაწილი, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ დაგვასაქმონ სასამართლოში სიარულით, ეს აბსურდის თეატრია, 2 წლის შემდეგაც რომ დაეწრო პროცესს, მიხვდები, რა აბსურდთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს მალე დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით.- აღნიშნა პროცესის დაწყების წინ მამუკა ხაზარაძემ. 

ხაზარაძე-ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი 2019 წელს წარუდგინა, მათ 19 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას ედავებიან.