ახალი მტკიცებულებები ხარებას წინააღმდეგ - ვისგან იღებდა მითითებებს გდდ-ის ხელმძღვანელი

03.02.25 11:28
ახალი მტკიცებულებები ხარებას წინააღმდეგ - ვისგან იღებდა მითითებებს გდდ-ის ხელმძღვანელი

ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებებია მოპოვებული. ვიდეომასალაში, რომელიც შაბათის ეთერის ოპერატორმა ღამით გადაიღო,  ზვიად ხარაზიშვილის მანქანასთან თათბირი ჩანს, რის შემდეგად სპეცრაზმი და გდდ-ს თანამშრომლები შემაღლებულ ადგილზე მყოფ ადამიანებს ქვევით ყრიან და ფეხებით თელავენ. 

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ტვ პირველმა მოიპოვა, არის მაღალი გარჩევადობის კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ ხარება ტელეფონზე სამჯერ საუბრობს. როგორც ჩანს, ის ტელეფონზე მითითებებს იღებდა და ამის შემდეგ გასცემდა ბრძანებებს.

ახლა საინტერესოა, ვისგან იღებდა ხარაზიშვილი მითითებებს და ესაუბრებოდა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ არაერთი მტკიცებულებების მიუხედავად, კოკა კაციტაძის უწყებას ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ დაუწყია. გდდ-ს ხელმძღვანელს არც უფლებამოსილება შეჩერებია. არადა, საიამ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ჯერ კიდევ გუშინ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის მიერ გუშინ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ "თბილისი მოლთან" დაკავებულები  პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.

 

მსგავსი სიახლეები