ბიძინა ივანიშვილი, ბაჩიაშვილის საქმეზე, 5 თებერვალს დისტანციურად გამოიკითხება

03.02.25 11:11
ბიძინა ივანიშვილი, ბაჩიაშვილის საქმეზე, 5 თებერვალს დისტანციურად გამოიკითხება

საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე გამოიკითხა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე 5 თებერვალს დისტანციურად გამოიკითხება.

თავად ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს პირდაპირი პასუხისმგბელობის ეშინია და არ სურს, კითხვებზე პასუხები საჯაროდ გასცეს. 

ერთი წლის წინანდელი ნათქვამი, რომ ივანიშვილი ვერ გაბედავდა სასამართლოში გამოცხადებას, აღმოჩნდა სიმართლე. მისმა რწმუნებულმა, წარმომადგენელმა მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის, მისი ასაკიდან გამომდინარე, რომ მოუწევდა ძალიან დიდხანს კითხვებზე პასუხების გაცემა და ასევე, უსაფრთხოების სხვა ნორმების გამო, დაეკითხათ ვიდეო კონფერენციის მეშვეობით.  ანუ ივანიშვილს, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მართვაზე პრეტენზია, არ შეუძლია თავისი ასაკის გამო, რომ გამოცხადდეს სასამართლოში. მას ეშინია ნებისმიერი პირდაპირი პასუხისმგებლობის. მან იცის, რომ სასამართლოში მოუწევს ჩემს კითხვებზე პასუხების გაცემა, - ამბობს ბაჩიაშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი იყო, მიიჩნევს, რომ ეს საქმე მისთვის თანხის გამოძალვის მცდელობაა.  

მსგავსი სიახლეები