ძალადობა აქტივისტებზე - ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ 4 პაციენტს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება

03.02.25 12:06
ძალადობა აქტივისტებზე - ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ 4 პაციენტს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება

 

გომელაურის ბანდის მიერ ნაცემი მოქალაქეების ნაწილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მეორე ნაწილი კი “ვივა მედში“.

მშვიდობიანი აქცის რამდენიმე მონაწილე ტვინის შერყევა დაუდგინდა. ნაცემებს დაზიანებები სახის არეშიც აღენიშნებათ. ნიღბიანები და შავოსნები მოქალაქეებს გამიზნულად თვალებში და თავში ურტყამდნენ.

 ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 10 - მდე პირს დასჭირდა.

ინგოროყვას კლინიკის ექიმების ინფორმაციით, მათ კლინიკაში 4 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ ტვინის შეყევა აღენიშნებათ. პაციენტებს შორის არიან მორაგბე ლევან ობოლაძე და მოქალაქე, სანდრო აბესაძე.

შემოყვანილი იქნა 5 დაშვებული, რომელთაგან 4 ჰოსპიტალიზირებულია, ერთმა კი საკუთარი სურვილით დატოვა და გადავიდა სხვა კლინიკაში. ამ ეტაპისთვის ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადად, სახის და თავის ტრავმა აღენიშნებოდა. ტვინის შერყევითაა 4-ივე მოთავსებული. ერთთან თვალბუდის დაზიანება იყო, თუმცა, ოფთალმოლოგის გადაწყვეტილებით, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს“, - განაცხადა ექიმმა.

მსგავსი სიახლეები